იაპონიაში, გველის გამო, ჩქაროსნული მატარებლების მოძრაობა დროებით შეჩერდა
1746207131
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ქართველ გულშემატკივარს 8 მაისს ხელბურთის ეროვნული ნაკრების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
როგორც თორნიკე შენგელია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ იასპარეზებს.
„ჩვენს ხელბურთელებს უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვთ საბერძნეთის წინააღმდეგ და გამარჯვების შემთხვევაში, ზედიზედ მეორედ ვიასპარეზებთ ჩვენი ეროვნული ნაკრებით ევროპის ჩემპიონატზე, გთხოვთ ყველას, 8 მაისს, 17:00 საათზე, „თბილისი არენაზე“ ყველამ ერთად მხარი დავუჭიროთ ჩვენს ბიჭებს, აბა თქვენ იცით ბიჭებო, წარმატებები“, - აღნიშნავს თორნიკე შენგელია.