„იწვევს 8-წლიან (ან სამუდამო) დაზიანებას ნაწლავებში" - ბიძინა კულუმბეგოვი ინფორმაციას ავრცელებს
1784586863
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ საკუთარი ფეხბურთელებით სიამაყე ვერ დამალა და გუნდის წარმატება ერთიანობასა და თავდადებას დაუკავშირა.
ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მოქმედი ჩემპიონი არგენტინა დამატებით დროში 1:0 დაამარცხა და ისტორიაში მეორედ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.
„ჩვენ ბედისწერასთან შეხვედრა გვქონდა“, - განაცხადა დე ლა ფუენტემ ისტორიული გამარჯვების შემდეგ.
ესპანეთის მწვრთნელმა განსაკუთრებული ყურადღება გუნდის ერთიანობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ წარმატების მთავარი მიზეზი ფეხბურთელების ერთმანეთისადმი დამოკიდებულება და საერთო მიზნისთვის ბრძოლა იყო.
„ჩვენ ყველაზე ერთიანი გუნდი ვართ. მყავს მსოფლიო დონის ფეხბურთელები, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ისინი შესანიშნავი ადამიანები არიან“, - თქვა დე ლა ფუენტემ.
ფინალში ესპანეთს გამარჯვება მარტივად არ მოუპოვებია. არგენტინის წინააღმდეგ შეხვედრის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, გადამწყვეტი მომენტი კი დამატებით დროში დადგა - შეცვლაზე შესულმა ფერან ტორესმა გამარჯვების გოლი გაიტანა და ესპანეთს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოუტანა.
ესპანეთისთვის ეს ტრიუმფი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა დე ლა ფუენტეს ხელმძღვანელობით. გუნდმა 2024 წელს ევროპის ჩემპიონატიც მოიგო, ახლა კი მსოფლიო ფეხბურთის მთავარი ტიტულიც დაისაკუთრა.