ჩაკვეტაძის შეფასება 4,5 მილიონამდე გაიზარდა

გიორგი ჩაკვეტაძე

გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო ფასი გაიზარდა და 4,5 მილიონი ევრო გახდა – ასეთია Transfermarkt-ის განახლებული შეფასება.

25 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ინგლისის ჩემპიონშიფში ადაპტაციის შემდეგ მოახერხა და „უოტფორდში“ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. შედეგად მის მიმართ ინტერესი პრემიერლიგის კლუბებს გაუჩნდათ.

კარგი თამაში ჩაკვეტაძის სატრანსფერო შეფასებაზეც აისახა – საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის სატრანსფერო შეფასება ამჟამად 4 მილიონი ევროდან 4,5 მილიონამდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძის საუკეთესო მაჩვენებელი 9 მილიონი ევრო იყო. Transfermarkt ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერს ასე ბელგიურ „გენტში“ გადასვლის პერიოდში აფასებდა.

წყარო