1728622915
„ბავშვობაში რომ ეთქვათ, ეროვნულ ნაკრებში გოლებს გაიტანო, ვერ დავიჯერებდი, პოზიციიდან გამომდინარე...“ - გიორგი ქოჩორაშვილი
ალბანეთის ნაკრებთან მოგებული შეხვედრის შემდეგ, მატჩის ერთადერთი გოლის ავტორმა გიორგი ქოჩორაშვილმა კომენტარი გააკეთა.
„ალბათ, ბავშვობაში რომ ეთქვათ, ეროვნულ ნაკრებში გოლებს გაიტანო, ვერ დავიჯერებდი პოზიციიდან გამომდინარე.
არასდროს არ უნდა დანებდე, ყოველთვის შენი თავის უნდა დაიჯერო, იშრომო შენი მიზნებისთვის და აუცილებლად აგიხდება.
ამაზე არ გავჩერდები არც მე და არც ჩემი თანაგუნდელები. ამის საშუალებას არც მე არ მივცემ ჩემ თავს და არც ისინი მომცემენ“, – განაცხადა მატჩის შემდეგ გიორგი ქოჩორაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის B1 ჯგუფში საქართველოს ნაკრებს 6 ქულა აქვს და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.