არგენტინისა და ავსტრიის ნაკრებების მატჩი 21:00 საათზე დაიწყება

ფეხბურთი არგენტინა და ავსტრია

დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე საინტერესო საფეხბურთო საღამოა, მინდორზე განვლილი მუნდიალის ორივე ფინალისტი გავა.

საფეხბურთო საღამოს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ პირდაპირ ეთერში არგენტინისა და ავსტრიის ნაკრებთა დაპირისპირება გახსნის.

სამხრეთ ამერიკელები მატჩს შესანიშნავ განწყობაზე ხვდებიან, სკალონის გუნდმა პირველ ტურში ალჟირის ნაკრებს სამი უპასუხო გოლი გაუტანა და სამივეს ავტორი ლეგენდარული მესი გახდა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ყველა დროის ბომბარდირს, მიროსლავ კლოზეს გაუთანაბრდა.

წინა ტურში თავისი შეხვედრა მოიგო ავსტრიის ნაკრებმაც, რომელმაც იორდანია 3:1 დაამარცხა.