ანა ჯაფარიძე მსოფლიო გრანპრის გამარჯვებულია

ანა ჯაფარიძე

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე მსოფლიო პარატაეკვონდოს გრანპრის ფინალურ ტურნირზე ქართველმა პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ ოქროს მედალი მოიპოვა.

K44 კლასში, 52 კგ წონით კატეგორიაში, ქართველმა პარაათლეტმა ფინალურ შეხვედრაში უზბეკეთი უმიდა მამარაჯაბოვა 2:0 დაამარცხა. ჯაფარიძემ ორივე რაუნდი დიდი უპირატესობით მოიგო – 10:2 და 13:5.

მსოფლიო გრანპრის ფინალი პარატაეკვონდოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის საერთაშორისო შეჯიბრებაა.

მსოფლიო გრანპრის ფინალურ შეჯიბრზე ანა ჯაფარიძის მონაწილეობა საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

✕