ლევან დავითაშვილი: დეფიციტის არანაირი წინაპირობა არ არსებობს, ქვეყანას აქვს მარაგები და შეივსება უწყვეტად

levan davitashvili

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, არ არსებობს საქართველოში დეფიციტის არანაირი წინაპირობა, ქვეყანას აქვს მარაგები და ეს მარაგები შეივსება უწყვეტად.

მისივე თქმით, ქვეყანაში სასურსათო პრობლემების ნაცვლად პანიკური შესყიდვების პრობლემაა, რაც დროებით ეფექტს იძლევა და ამით საზოგადოება ზარალდება.

„პირდაპირ შემიძლია დავამშვიდო მოსახლეობა და პასუხისმგებლობით განვაცხადო, ყოველგვარი ზედმეტი ახსნისა და განმარტების გარეშე, რომ საფუძველი რაიმე პანიკის არ არსებობს, ჩვენს მოსახლეობას არ ემუქრება არაფრის დეფიციტი, მიწოდება ძირითადი სამომხმარებლო პროდუქციის, მათ შორის სასურსათო პროდუქციის იქნება უწყვეტად და არანაირი პრობლემა ამ კუთხით არ იქნება. პრობლემა არის ერთადერთი, აჟიოტაჟი პრობლემაა, არასწორი კომუნიკაცია ან კომუნიკაციის ნაკლებობა და ის პანიკური შესყიდვები, რომელიც დროებით ეფექტებს იძლევა და მხოლოდ ზარალდებიან ჩვენი მოქალაქეები.“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.