თუ 9 იანვარს ამ წესებს დაიცავთ, შეგიძლიათ თქვენს სახლში სიმდიდრე მოიზიდოთ - ხალხური რჩევები
1767941697
ანსამბლ «ქსოვრელების» ახალი თაობის ხელმძღვანელი გიორგი შოშიტაშვილის და მისი მეუღლის სალომე ვარდიაშვილისთვის 2025 წელი განსაკუთრებული იყო. წყვილს ვაჟი შეეძინა, რომელსაც გიო დაარქვეს. სალომემ და გიორგიმ «პრაიმ ტაიმს» ექსკლუზიური ინტერვიუ მისცეს, სადაც თავიანთ ოჯახზე და სიყვარულის ისტორიაზე ისაუბრეს.
სალომე: მე მთელი ცხოვრება ვიცნობდი გიოს, მისი მსმენელი და აქტიური ფანი ვიყავი. ვფიქრობდი, კიდევ უფრო კარგად შეიძლებოდა ამ რეპერტუარის გამდიდრება, რასაც მისი ანსამბლი მღერის.
ერთმანეთი 2019 წელს გავიცანით და თავიდან მეგობრობით დაიწყო ჩვენი ურთიერთობა.
გიორგი: აგვისტო იყო და აუზზე შევხვდით ერთმანეთს. მეგობრებთან ერთად ვიყავი მეც წასული და სალომეც იქ იყო თავის დაქალებთან ერთად. პირველივე შეხვედრისას რომ არ წამოსულიყო სიმპათია, ვერ დავამყარებდით ურთიერთობას. შემდეგი შეხვედრა იყო ერთ-ერთ რესტორანში, სადაც ისევ მეგობრებთან ერთად მოვიდა, ვუმღერე, ყველაფერი გავაკეთე ყურადღების მისაქცევად.
სალომე: მე ვიყავი ძალიან კარგი მრჩეველი მისი კარიერული განვითარების კუთხით. ვხედავდი როგორც საუკეთესო მუსიკოსს და მისი ბენდის განვითარების ჩემი ხედვა მქონდა.
- სიყვარულში როდის გამოუტყდით ერთმანეთს?
სალომე: ერთმანეთს სიყვარულში სამი წლის წინ გამოვუტყდით.
გიორგი: სალოს დაბადების დღეზე წავედით ქალაქგარეთ. ბუხრიანი სახლი ვიქირავეთ, თოვდა, მეგობრებთან ერთად ვიყავით და იქიდან როცა წამოვედით გზაში მივხვდი რომ სალომე მიყვარდა. მასთან თავს კომფორტულად და ემოციურად ვგრძნობდი. მას შემდეგ არ ყოფილა ერთი დღეც როცა ერთად არ ვყოფილვართ. სულ ერთად ვართ. სალომემ მოჰკიდა ჩემს კარიერას ხელი, რომ არ ვარ რიგითი ანსამბლის ხელმძღვანელი, სწორედ მისი დამსახურებაა.
- რომანტიული მეუღლეა გიორგი?
გიორგი: შეიძლება ითქვას რომანტიული ვარ. მიყვარს საჩუქრების გაკეთება და ყურადღება.
სალომე: გიორგი არ ელოდება დღესასწაულებს, მას შეუძლია, ერთი ჩვეულებრივი დღე გადააქციოს დღესასწაულად. ეს ყურადღება და მოულოდნელობა განსაკუთრებულად მახარებს.
- გიორგი, ცნობილია, რომ თქვენს მეუღლეს ვარდების ბაღი გაუშენეთ...
- ვარდების ბაღი სახლში ნამდვილად გვაქვს. ულამაზესი ბაღი გავაშენეთ, ვარდი ჩემი ყვავილია და გიომ გადაწყვიტა ვარდების ბაღი გვქონოდა.

- 2025 წელს პატარა გიო შეგეძინათ, როგორ შეცვალა თქვენი ცხოვრება?
- გიოს დაბადებამ სხვა გრძნობებში გადაიყვანა ჩვენი ცხოვრება. საერთოდ სხვა ემოციაა როცა ორი ადამიანის სიყვარულის ნაყოფს ელოდები. როცა გავიგეთ, რომ სალო ორსულად იყო, კახეთში ვიყავით. ალავერდის ტაძარში წავედით, სადაც სალომ თქვა ბავშვს აქ მოვნათლავთო. ხოდა, ასეც მოხდა. ჩვენი ვაჟი ცოტა ხნის წინ სწორედ ალავერდის ტაძარში გაქრისტიანდა. გიოს დაბადებას დავესწარი და მას პირველივე წამიდან ვიცნობ. უფრო მეტად მონდომებული ვარ სახლში მალე მივიდე.
სალომე: ბავშვი ჯერ ხუთი თვის არის და როცა სახლში ვბრუნდებით, სულ სხვანაირად ბედნიერი ხდება. -
რატომ დაარქვით ბავშვს მამის სახელი?
- მე ვთხოვე უფალს ორი გიო მყოლოდა და ამისრულდა. მე ვუთხარი გიორგის ბიჭი თუ გვეყოლება გიორგი უნდა დავარქვა-თქო და ამისთვის ღმერთს მადლობას ვეუბნები. ეს უდიდესი მადლია და ბედნიერებაა. ალავერდის სალოცავს და ისრაელშიც ლოდში წმინდა გიორგის საფლავზეც მივედით მადლობის სათქმელად, რადგან გიო ჩვენი ცხოვრების უდიდესი სასწაულია.
