პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1768404831
საქართველოს „ევროვიზია 2026-ზე“ საბავშვო ევროვიზია 2008-ის გამარჯვებული ჯგუფი „ბზიკები“ წარადგენს.
„ბზიკების“ წევრებმა გიორგი შიოლაშვილმა, მარიამ თათულაშვილმა და მარიამ კიკუაშვილმა პოპულარობა ბავშვობაში მოიპოვეს, როდესაც 2008 წელს საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიის კონკურსში გაიმარჯვეს.
ჯგუფი 2008 წელს თბილისში ჩამოყალიბდა. მისი წევრები თავდაპირველად საბავშვო ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსზე ინდივიდუალურად წარდგნენ, თუმცა, ჟიურის გადაწყვეტილებით, ერთ ჯგუფად გაერთიანდნენ. იმ პერიოდში „ბზიკები“ კონკურსის ყველაზე პატარა მონაწილეები, 10 წლისანი იყვნენ.
დაახლოებით 18-წლიანი მუსიკალური პაუზის შემდეგ „ბზიკები“ სცენაზე ბრუნდებიან უკვე ახალი მუსიკალური ხედვითა და შემოქმედებითი სტილით.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებით, ჯგუფი საქართველოს ევროვიზია 2026-ზე, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში წარადგენს.
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1768404831
ახალი დეტალები თბილისში მომხდარ მკვლელობაზე
1768399238