სალომე ბაკურაძის ემოციური მიმართვა საზოგადოებას
1768377942
სამშაბათს, მინეაპოლისში, ფედერალური შენობის გარეთ რვა ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი ავრცელებს.
როგორც ბრიტანული გამოცემა The Guardian აღნიშნავს, ტრამპის ადმინისტრაციამ გააძლიერა მუქარა მომიტინგეების, ასევე საქალაქო და შტატის იმ ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც შესაძლოა შეეცადონ ხელი შეუშალონ მასობრივი დეპორტაციის გეგმას.
მოქალაქეებს, რომლებიც ქალაქში ფედერალური საიმიგრაციო ოფიცრების მუდმივი ყოფნისა და მათი ძალადობრივი ტაქტიკის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის ბურთულები და ხმოვანი ყუმბარები დაუშინეს. მომიტინგეები ქალაქსა და მთელი ქვეყნის მასშტაბით მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც მინეაპოლისელი ქალი, რენი ნიკოლ გუდი, ფედერალურმა საიმიგრაციო აგენტმა მოკლა.
აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა პროტესტს მკაცრი გაფრთხილებებით უპასუხეს.
„იუსტიციის დეპარტამენტმა მკაფიოდ განმარტა: თუ ოფიციალური პირები გადაკვეთენ ზღვარს და ჩაერთვებიან ხელის შეშლაში, ამერიკის შეერთებული შტატების ან საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის ოფიცრების წინააღმდეგ მიმართულ კრიმინალურ შეთქმულებაში, ისინი მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან“, - განაცხადა სტივენ მილერმა, ტრამპის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ.