ოზი ოსბორნისა და Black Sabbath-ის უკანასკნელ კონცერტზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ

ოზი ოსბორნი

ოზი ოსბორნის და ჯგუფ Black Sabbath-ის გამოსამშვიდობებელ კონცერტზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ, სახელწოდებით „დასაწყისთან დაბრუნება: ოზის უკანასკნელი თავის დაკვრა“ (Back to the Beginning: Ozzy’s Final Bow).

მოსალოდნელია, რომ 100-წუთიანი ფილმი 2026 წლის დასაწყისში გამოვა. მის წარმოებაზე კომპანია Mercury Studios მუშაობს.

Black Sabbath-ის ბოლო კონცერტი 5 ივლისს ბირმინგემში, Villa Park-ის სტადიონზე გაიმართა. ლეგენდარული ჯგუფი ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად წარდგა მაყურებლის წინაშე ორიგინალური შემადგენლობით: ტონი აიომი (გიტარა), ჯიზერ ბატლერი (ბას-გიტარა), ბილ უორდი (დრამი) და ოზი ოსბორნი (ვოკალი).

შოუ 10 საათზე მეტხანს გაგრძელდა. მასში ასევე მონაწილეობდნენ Metallica, Slayer, Tool, Gojira, Alice in Chains, Guns N’Roses-ის წევრები სლეში და დაფ მაკკაგანი, Korn-ის ლიდერი ჯონათან დევისი, Limp Bizkit-ის ვოკალისტი ფრედ დერსტი და სხვები. ღონისძიების წამყვანი იყო მსახიობი ჯეისონ მომოა.