მატილდა გვარლიანმა Victoria's Secret -ის 2026 წლის შოუზე კიდევ ერთხელ გაიბრწყინა

მატილდა გვარლიან

ქართველი სუპერმოდელი მატილდა გვარლიანი მსოფლიო მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ შოუზე კვლავ გამოჩნდა. Victoria’s Secret-ის 2026 წლის ჩვენებას ამჯერად ლოს-ანჯელესმა უმასპინძლა, სადაც ქართველი მოდელი პოდიუმზე კიდევ ერთხელ წარდგა.

მატილდას მონაწილეობა შოუს ქართველი მაყურებლისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქართველი მოდელია, რომელმაც Victoria’s Secret-ის ლეგენდარულ პოდიუმზე გაიარა.

მან ამჯერადაც ორი განსხვავებული ლუქი მოირგო და საერთაშორისო მოდის სამყაროს ყურადღება მიიპყრო.

Victoria’s Secret-ის ჩვენება წლებია მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე განხილვად მოვლენად რჩება. პოდიუმზე მოხვედრა მსოფლიოს მრავალი მოდელისთვის მნიშვნელოვანი კარიერული მიღწევაა, მატილდა გვარლიანმა კი ამ პრესტიჟულ სივრცეში საქართველოს სახელის წარმოჩენა შეძლო.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Whyte Magazine (@whytemagazine)

✕