ახალი დეტალები თბილისში მომხდარ მკვლელობაზე
1768399238
"მარტო სახლში" გამოსვლის შემდეგ 35 წელი გავიდა. ყველას აინტერესებს თუ სად არიან კევინი და სველი ბანდიტები. ინტერესი განსაკუთრებით ახალი ფოტოსურათის გავრცელების შემდეგ გაიზარდა, სადაც წლების შემდეგ სამი ძველი მეგობარი ისევ ერთადაა.

კევინის როლის შემსრულებელი, მაკოლეი კალკინი დღეს ცნობილი მსახიობი და მუსიკოსია. 2023 წელს მას ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც კი გაუხსნეს. ცერემონიას ესწრებოდა კეტრინ ო'ჰარა, რომელიც კინოსურათში კევინის დედის, ქეითის როლში გვევლინება.
ფილმის, "მარტო სახლი" გამოსვლის შემდეგ მაკოლეიმ საკმაოდ რთული და გრძელი გზა გაიარა. ის წლების განმავლობაში ნარკოდამოკიდებულებას ებრძოდა. ინტერნეტსივრცეში ვირუსულად ვრცელდებოდა ფოტო-ვიდეო მასალა, სადაც საზოგადოებას მისი ცნობა განსაკუთრებით უჭირდა.
ეკრანებზე მხოლოდ 2003 წელს გამოჩნდა და ავტობიოგრაფიული რომანი, სახელწოდებით "ჯუნიორი" გამოუშვა. მოგვიანებით როკბენდი "პიცა-ანდერგრაუნდიც" დააარსა. რაღაც პერიოდის მანძილზე სატირული პოპ-კულტურის გამოცემის ვებგვერდს ხელმძღვანელობდა. 2021 წელს მაყურებელმა ის სერიალში,სახელწოდებით ამერიკული საშინელებათა ისტორია იხილა. რაღაც პერიოდის განმავლობაში ის იუმორისტულ პოდკასტს - Bunny Ears ხელმძღვანელობდა - ეს მისი პროექტი იყო, სადაც პოპკულტურაზე იუმორით საუბრობდა. მაკოლეი კალკინის რჩეული, ბრენდა სონგია. წყვილს 2 ვაჟი ჰყავს.
მარვის როლის შემსრულებელი მსახიობი, დენიელ სტერნი აქტიურ სამსახიობო კარიერას ჩამოშორდა. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობობას ბოლომდე არ დამშვიდობებია, ბოლო წლების განმავლობაში დიდ პროექტებსა და ფილმებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. სტერნი აღნიშნავს, რომ გადასაღებ მოედანზე ყოფნას მშვიდი ცხოვრება ურჩევნია. ამიტომ დიდი ხანია, რაც კალიფორნიაში, საკუთარ ფერმაში ცხოვრობს. პარალელურად არც შემოქმედებით მხარეს ივიწყებს და ქანდაკებების შექმნითაა დაკავებული. მისმა ნამუშევრებმა იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, რომ სტერნი მათ სოციალურ ქსელებში ხშირად აქვეყნებს. აქტიურობით გამოირჩევა ტიკ-ტოკზეც და გულშემატკივრებს ყოველდღიური ცხოვრების დეტალებს უზიარებს.
როგორც სველი ბანდიტის, მარვის როლის შემსრულებელი ამბობს, ფილმი "მარტო სახლში" პრემიერის შემდეგ აღარ უნახავს. ხანდახან თუ მოჰკრავს ხოლმე ტელევიზორში თვალს სხვადასხვა ეპიზოდს. დენიელ სტერნის თავს საკუთარ სახლში დარჩენილ ადამიანად მოიხსენიებს და ამ ეტაპზე უპირატესობას ფერმერულ ცხოვრებას ანიჭებს.
თუმცა, სურვილის მიუხედავად, მის მიერ განსახიერებული გულუბრყვილო მარვი - მაყურებელს თავს ყოველ შობას კვლავაც ახსენებს.
ჰარი ლაიმის შემსრულებელი მსახიობი, ჯო პეში ახლა იშვიათად ჩნდება ფილმებში... თუმცა, მანამდე სანამ სამსახიობო კარიერიდან შესვენებას აიღებდა - მან მონაწილეობა არაერთ ცნობილ კინოსურათში მიიღო. გარკვეული დროის განმავლობაში ის მარტინ სკორსეზესთანაც თანამშრომლობდა. 1991 წელს ნამუშევრისთვის - „მაგარი ბიჭები“ კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო, ოსკარიც მოიპოვა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სამსახიობო კარიერის პარალელურად, ის აქტიურადააა დაკავებული მუსიკით. 2019 წელს ჯო პეშმა ჯაზ-ალბომი, სახელწოდებით „კვლავ ვმღერით“ გამოუშვა.
როგორც მსახიობი ამბობს, როლს რომ დასთანხმდეს ის ძალიან უნდა მოეწონოს - ასეთი აღმოჩნდა 2023 წელს ამერიკული სატელევიზიო კომედია „ბაფკის“, სადაც ის ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად გამოჩნდა.
ხშირად იხსენებს ფეთქებადი ხასიათის სველ ბანდიტს, ჰარისაც. როგორც პეში ამბობს, პერსონაჟი დასამახსოვრებელი რომ ყოფილიყო, გადასაღებ მოედანზე ექსპერიმენტებს ხშირად ატარებდა.