Liquid Death-მა ოზი ოსბორნის დნმ-ის შემცველი ცივი ჩაი შექმენს, რომელიც გაყიდვაშია

ოზი ოსბორნი

როკის ლეგენდა ოზი ოსბორნი და ამერიკული ბრენდი Liquid Death გაერთიანდნენ და უნიკალური ლიმიტირებული ცივი ჩაი შექმნეს, რომელიც მომღერლის დნმ-ს შეიცავს.

კოლაბორაციის „უსასრულო ოზი“ ფარგლებში მხოლოდ 10 ქილა გამოუშვეს, რომლებიც Liquid Death-ის ვებგვერდზე წამებში გაიყიდა. თითო ქილის ფასი 450 დოლარი იყო. ყველა ეგზემპლარს ოსბორნის ავტოგრაფი და სერტიფიკატი მოჰყვებოდა, რომელიც დნმ-ის ავთენტურობას ადასტურებს.

როგორც ბრენდის განცხადებაშია აღნიშნული, „ოზიმ ჩაი დალია თითოეული ქილიდან, ქილაში თავისი რეალური დნმ-ი დატოვა და შემდეგ ჩვენ ეს ყველაფერი ჰერმეტულად დავლუქეთ“. ამ ექსცენტრიკული კამპანიის სლოგანია: Clone me, you bastards! („შექმნით ჩემი კლონი, ნაბიჭვრებო“).