კანიე უესტის კონცერტზე დასასწრებად, დინამო არენას კარი 16:00 საათიდან გაიღება, გახანგრძლივებული დროით იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი

კანიე უესტი

სულ რამდენიმე საათში დინამო არენაზე გრემის 24 მუსიკალური ჯილდოს მფლობელი და 150 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომის ავტორი კანიე უესტი კონცერტს გამართავს.

ცნობილი ჰიპ-ჰოპ ვარსკვლავი საქართველოს „სტარინგ ჯორჯიას“ მეოთხე სეზონის ფარგლებში ესტუმრა.

დინამო არენას კარი 16:00 საათიდან გაიღება, გახანგრძლივებული დროით იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.