„ჰარი პოტერის“ მოტივებზე კულინარიულ შოუს გადაიღებენ. მას წაიყვანენ მსახიობები, რომლებმაც ფრედ და ჯორჯ უიზლი განასახიერეს

ჰარი პოტერი

ტელეარხმა Food Network „ჰარი პოტერის“ სამყაროთი შთაგონებული ახალი კულინარიული შოუ დააანონსა. ამის შესახებ Variety წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შოუს ტყუპი ძმები ჯეიმს და ოლივერ ფელპსები წაიყვანენ, რომლებმაც „ჰარი პოტერის“ ეკრანიზაციაში ფრედ და ჯორჯ უიზლის როლები შეასრულეს.

პროგრამის სახელწოდება იქნება „ჰარი პოტერი: ნამცხვრების ჯადოქრები“ იქნება. მონაწილეები ერთმანეთს წიგნებისა და ფილმების სერიის მოტივებით შექმნილი ტკბილეულის მომზადებაში შეეჯიბრებიან.

პროექტის გადაღებები ლონდონის მახლობლად, სტუდია „ლივსდენში“ ჩატარდება, სადაც „ჰარი პოტერის“ ფილმებს იღებენ. შოუს ნახვას მსურველები არა მარტო Food Network-ზე, არამედ სტრიმინგ-სერვისზე HBO Max შეძლებენ, თუმცა პრემიერის თარიღი ამ ეტაპზე არ სახელდება.