ბიონსე მილიარდერი გახდა

ბიონსე

Forbes-ის მონაცემებით, ამერიკელი პოპ-მომღერალი ბიონსე ნოულზ-კარტერი მეხუთე მუსიკოსი გახდა, რომლის ქონებამაც მილიარდ დოლარს გადააჭარბა. მის გარდა, ამ სიაში არიან: ბიონსეს მეუღლე, რეპერი Jay-Z, ტეილორ სვიფტი, რიანა და ბრიუს სპრინგსტინი.

სულ Forbes-ის მილიარდერთა სიაში გართობის სფეროს 22 წარმომადგენელია.

გამოცემის გამოთვლებით, 2023 წლის ალბომის Renaissance-ის მხარდამჭერმა მსოფლიო ტურნემ ბიონსეს თითქმის 600 მილიონი დოლარი დააგროვა. მომდევნო, 2025 წლის ტურნემ, რომელი ქანთრი-ალბომის Cowboy Carter მხარდასაჭერად გაიმართა, მომღერალს ბილეთების გაყიდვებიდან 400 მილიონ დოლარზე მეტი, ხოლო კონცერტებზე სუვენირების გაყიდვით კიდევ 50 მილიონი დოლარი დაუმატა.

ბიონსე ასევე იღებს მოგებას თმის მოვლის საკუთარი ბრენდიდან Cécred, ვისკის ბრენდიდან SirDavis და ტანსაცმლის ხაზიდან Ivy Park, რომელმაც არსებობა 2024 წელს შეწყვიტა.