როგორი ამინდი იქნება ერთი კვირის განმავლობაში
1792434139
ქართველი სუპერმოდელი მატილდა გვარლიანი მსოფლიო მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ შოუზე კვლავ გამოჩნდა. Victoria’s Secret-ის 2026 წლის ჩვენებას ამჯერად ლოს-ანჯელესმა უმასპინძლა, სადაც ქართველი მოდელი პოდიუმზე კიდევ ერთხელ წარდგა.
მატილდას მონაწილეობა შოუს ქართველი მაყურებლისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქართველი მოდელია, რომელმაც Victoria’s Secret-ის ლეგენდარულ პოდიუმზე გაიარა.
მან ამჯერადაც ორი განსხვავებული ლუქი მოირგო და საერთაშორისო მოდის სამყაროს ყურადღება მიიპყრო.
Victoria’s Secret-ის ჩვენება წლებია მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე განხილვად მოვლენად რჩება. პოდიუმზე მოხვედრა მსოფლიოს მრავალი მოდელისთვის მნიშვნელოვანი კარიერული მიღწევაა, მატილდა გვარლიანმა კი ამ პრესტიჟულ სივრცეში საქართველოს სახელის წარმოჩენა შეძლო.
დავით გვარლიანმა საკუთარ გვერდზე დის, მატილდა გვარლიანის ვიდეო გააზიარა Victoria's Secret Fashion Show 2026-დან: „არასოდეს შეწყვიტო ბრწყინვალება“, - წერს ის.