„თუ ეს ნივთი სახლში გაქვთ, გადააგდეთ…“ - გიორგი ღოღობერიძე მიმართვას ავრცელებს
1761929604
                                                                ნეპალში ზვავს შვიდი მთამსვლელი ემსხვერპლა. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, დოლახას რაიონში, იალუნ რის მთის საბაზო ბანაკთან ახლოს მოხდა.
„ბიბისი“ საექსპედიციო სააგენტო Seven Summit Treks-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაღუპულ მთამსვლელებს შორის ორი ნეპალელი იყო, ხუთი კი სხვა ქვეყნებიდან, იტალიიდან, კანადიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან იყო.
ამასთან, შემთხვევის დროს სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ხუთმა მთამსვლელმა. მაშველებმა ორი დაღუპულის ცხედარი იპოვეს, დანარჩენ ხუთს კი კვლავ ეძებენ.