საქართველოს პირველი არხი განცხადებას ავრცელებს
1762272671
ვიზალიბერალიზაციის თემა ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში იქნება განხილული, მაგრამ დღეს რა განხილვაც შედგება, მნიშვნელოვანი იქნება შემდგომი განხილვებისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშზე დაუსვეს კითხვა, რომლის გამოქვეყნებაც დღეისთვის არის დაგეგმილი.
„ვინმეს ვიზალიბერალიზაციის თემა თუ აინტერესებს, უნდა იცოდეს, რომ ეს მხოლოდ იმ პოლიტიკური შეფასებებიდან არ შედგება, რომლებიც ბრიუსელიდან არა ერთი მოვისმინეთ, ევროპარლამენტი იქნებოდა, თუ სხვა ფორმატები. რასაკვირველია, ვიზალიბერალიზაციის თემის განხილვისას პოლიტიკური მდგენელი იქნება, მაგრამ კიდევ მთელი რიგი საკითხებია, რომლებიც ინტერპოლის შეფასებებს, კრიმინალთან ბრძოლაში თანამშრომლობას, თავშესაფრის მოთხოვნების, საზღვრის კვეთის რაოდენობას ეხება. უამრავი ტექნიკური საკითხია, რომელიც გათვალისწინებული იქნება. აუცილებლად გათვალისწინებული იქნება რეიტინგები, მათ შორის ევროკომისიის მიერ დაკვეთილი რეიტინგებიც იქნება მხედველობაში მიღებული. ჩვენ ამის იმედი გვაქვს. რეიტინგებით საქართველო მივიდა იმ შედეგამდე, რომ არა თუ მოწინავე, არამედ რიგ ევროპულ ქვეყნებს უსწრებს მთელი რიგი მაჩვენებლებით. როცა ვამბობ, „იმედი გვაქვს“, არ ნიშნავს, რომ ეს იმედი გამართლდება. ჩვენ ბევრი ისეთი შეფასება მოვისმინეთ, რომელიც აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, სინამდვილეს და, რაც მთავარია, საფუძველს, რომ შეტევა განხორციელდეს თბილისზე, გარკვეულ პოლიტიკურ მიზანს ექვემდებარება. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით, დღევანდელი სხდომა იქნება საინტერესო – კიდევ ერთი დასტური, რომ არსებობს ფაქტები, აღქმები, შეხედულებები გარკვეულ პოლიტიკურ სტრატეგიასთან დაკავშირებით, რომელიც ევროპას აქვს. ეს ჩვეულებრივი ამბავია და არც უნდა გაგვაღიზიანოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.