წყალი 16 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1762282032
საქართველოსა და ჩინეთის პრემიერებს შორის შეხვედრის ფარგლებში მთავარი აქცენტები გაკეთდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერებაზე სხვადასხვა მიმართულებით, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სავაჭრო მიმართულებით საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების პოტენციალის უკეთ გამოყენებაზე.
„ჩვენ შეხვედრის ფარგლებში ხელი მოვაწერეთ რამდენიმე შეთანხმებას, რომელიც მიმართული იქნება ქართული პროდუქციის ჩინურ ბაზარზე უკეთ წარმოდგენისთვის, რაც კიდევ უფრო გაზრდის სავაჭრო ურთიერთობებს ჩინეთთან. ასევე საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას, განსაკუთრებით ტექნოლოგიების სფეროში, რაც მნიშვნელოვანია სწორედ იმ წარმატებებიდან გამომდინარე, რაც ჩინეთს აქვს ამ მიმართულებით იმისათვის, რომ უკეთ გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რაც არსებობს ჩინეთთან ურთიერთობაში“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.