რას ამბობს გოგა მანია კაშხლის საფრთხის შესახებ
1755025231
ჩინეთში, გუიჯოუს პროვინცია წყალდიდობამ დაზარალა. ძლიერი წვიმების გამო, რამდენიმე მდინარე ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა.
პროვინციის ორმა ქალაქმა, კონძიანგმა და რონძიანგმა, რომელთა მოსახლეობაც 300 000-ს აჭარბებს, სამშაბათს სწრაფად ადიდებული მდინარეების გასწვრივ და დაბლობ რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას გაქცევისკენ მოუწოდეს.
სოციალურ ქსელში დაუჯერებელი კადრები ვრცელდება- საბედნიეროდ, მსხვერპლის გარეშე.
გუიჯოუს პროვინციაში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ადგილზე მეწყერი ჩამოწვა. ჩაინგრა სამანქანო ხიდი, რომელზეც სატვირთო გადაადგილდებოდა.
ხიდის ჩანგრევის მომენტში სატვირთო გადაეკიდა, საბედნიეროდ მძღოლი უვნებელი გადარჩა.