უმძიმესი ავარია რიკოთზე - დაღუპულია 3 წლის ბავშვი

ავარია რიკოთზე

წუხელ რიკოთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 წლის ბავშვი დაიღუპა.

მანქანაში მყოფი ოჯახის სხვა წევრები - მამა, დედა და 2 ბავშვი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ავტომანქანით ხაშურის სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის დედის მდგომარეობა მძიმეა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია სატვირთოს მძღოლი.  მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო. 

ამ დროისთვის რიკოთზე მოძრაობა აღდგენილია.