1752318419
„ამ მანქანის წინ ჩვენ ვმოძრაობდით... ტრაილერმა გადმოკვეთა ორმაგი უწყვეტი..." - რას ამბობს თვითმხილველი რიკოთზე მომხდარ ავარიაზე

რიკოთზე წუხელ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ტრაილერი მსუბუქი ავტომობილს დაეჯახა.
თვითმხილველების თქმით, დაშავდა რამდენიმე ადამიანი, ერთი კი გარდაიცვალა. მათივე ცნობით, დაღუპულია 3 წლამდე ბავშვი.
ავარიის გამო რამდენიმე საათი რიკოთზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იყო.
„არ ვიცი, ახლა ამას აქ რატომ ვწერ, დილის 05:16 საათია. ამ მანქანის წინ ჩვენ ვმოძრაობდით, ტრაილერმა გადმოკვეთა ორმაგი უწყვეტი, ჩვენ სასწაულებრივად გადავრჩით, და აი, ეს მოხდა! 5 წლის ბავშვი წამებში გარდაიცვალა! ცოცხალია მშობლები და 2 შვილი, თუმცა არ ვიცი, ამ მდგომარეობიდან რა გამოიყვანთ... ერთი მინდა გითხრათ, გაუფრთხილდით თქვენს თავებს და სხვებს. არავინ ვიცით, ჩვენ გადაწყვეტილებებს რა მოჰყვება. ძალიან გთხოვთ, იარეთ ნელა!" - წერს თვითმხილველი სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს.
ამ დროისთვის რიკოთზე მოძრაობა აღდგენილია.