ცნობილია, ავარიის დროს დაღუპული 22 წლის ბიჭის ვინაობა

22 წლის ბიჭი

სენაკში მომხდარ უმძიმეს ავტოსაგზაო შემთხვევას 22 წლის ახალგაზრდა გიორგი სახოკია ემსხვერპლა.

„საშინელი ტრაგედია მოხდა. იგი ახლახან დაბრუნდა გერმანიიდან“, – ამბობს წყარო. 

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომელსაც ახალგაზრდა მართავდა, სავარაუდოდ, ბეტონის ჯებირს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად იგი ადგილზე დაიღუპა. 

ამავე ავარიის დროს დაშავდა ავტომობილში მყოფი კიდევ ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.