ტრაგედია ბათუმში - ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა

ლენტა

ბათუმში ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა - ინფორმაციას აჭარა თაიმსი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევა გრიბოედოვისა და პუშკინის ქუჩების გზაჯვარედინთან მოხდა.

ქალი სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების გამო ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.