„ვინც ამ გზაზე მომყვება...“ - ილია თოფურია გავრცელებული ჭორების შემდეგ პოსტს აქვეყნებს
1761162624
ლოს-ანჯელესში, საიმიგრაციო სამსახურის ოპერაციის დროს, TikTok-კრეატორი და აშშ-ის მარშალი დაიჭრნენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტის (DHS) განცხადებით, კარლიტოს რიკარდო პარიასი, რომელიც, მათი თქმით, შეერთებულ შტატებში არალეგალურად იმყოფებოდა, სავარაუდოდ, საპატრულო მანქანებს საკუთარი ავტომობილით შეეჯახა, რათა მიმალულიყო და დაპატიმრება თავიდან აერიდებინა.
DHS-ის ცნობით, ოფიცრებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც პარიასი იდაყვში დაიჭრა, ხოლო აშშ-ის მარშალებიდან ერთ-ერთი მკლავში, რიკოშეტის შედეგად დაიჭრა. ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პარიასს, რომელიც სოციალურ მედიაში რეგულარულად აქვეყნებს ლოს-ანჯელესის ტერიტორიაზე საიმიგრაციო სამსახურის ოპერაციების ამსახველ ვიდეოებს, ბრალი ფედერალურ ოფიცერზე თავდასხმაში წაუყენეს.