სომხეთში ავტობუსი ხევში გადავარდა - არის მსხვერპლი

ავარია

სომხეთის სამხრეთში, სიუნიკის რეგიონში ავტობუსი ხევში გადავარდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, დაიღუპა ოთხი და დაშავდა ცხრა ადამიანი. შემთხვევა შაბათს, 27 აპრილს, დაახლოებით, 16:00 საათზე მოხდა.