1783343393
სოფელ უზუნთალაში საცხოვრებელი სახლის ეზოს ტერიტორიაზე ხელყუმბარა ისროლეს - რა დეტალებია ცნობილი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში საცხოვრებელი სახლის ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხელყუმბარა ისროლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სახლი ერთ-ერთ მოვაჭრეს ეკუთვნის.
სოფელში ამბობენ, რომ ოჯახს ფულს სძალავდნენ და მას შემდეგ, რაც მოვაჭრემ თანხის გადაცემაზე უარი განაცხადა, ხელყუმბარა ესროლეს.
აფეთქების შედეგად სარდაფის ნაწილი დაზიანდა. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ამ დრომდე ატარებენ.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.










