სამტრედიაში საცხოვრებელი სახლი იწვის

ხანძარი სამტრედიაში

სამტრედიაში, რაზმაძის ჩიხთან ხანძარია. ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო სამსახურის ჯგუფები.

როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, დაშავებულების შესახებ უწყებაში ამ დროისთვის ინფორმაცია არ შესულა. 

მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები.