„სამი ადამიანია დაღუპული“ - შემზარავი ავარიის ახალი დეტალები

ავარიის დეტალები

რუსთავი-ლილოს გზაზე ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახნენ. შეჯახება მაშინ მოხდა, როცა მსუბუქი სედანის ტიპის ავტომობილი ტრაილერისთვის გასწრებას ცდილობდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მსუბუქ ავტომობილში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი და 2 შუახნის ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა, 2 დაშავებული კი კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს.

 

@primetime.ge

მძიმე ავარია რუსთავის გზაზე - არის მსხვერპლი ©️ Info rustavi

♬ original sound - Prime Time • პრაიმ ტაიმი

ავარიის მონაწილე იყო კიდევ ერთი მსუბუქი ავტომობილი, რომლის მგზავრებიც უვნებლად გადარჩნენ.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.