კარდიოლოგებმა ყავის ყველაზე მავნე სახეობა დაასახელეს
1751919669
სამგორში, სერგი ჯიქიას ქუჩაზე მდებარე შენობაში ხანძარი გაჩნდა. როგორც ირკვევა, შენობაში დროებითი საბავშვო ბაღია მოწყობილი.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს, მცირეწლოვნებიც შენობაში იმყოფებოდნენ. ბავშვების ევაკუაცია დროულად მოხერხდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „,პრაიმტაიმს“ განუცხადეს, ცეცხლი შენობის შესასვლელი კიბის სახურავზე გაჩნდა.
მეხანძრე მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება დროულად მოახერხეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
ასევე ნახეთ:
რას ამბობს ნიკა თოიძის მამა - ერთი დღით გაქცეული პატიმრების საქმის ახალი დეტალები
VIDEO: „კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ამ ყველაფრის უკან ანა ქურდაძე დგას“ - რა მოხდა „პრაიმ ჰაუსში“