წყალი 36 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1762371710
რუსთავში პიროტექნიკის გამოყენების გამო სამმა ადამიანმა თითი დაკარგა. ამის შესახებ „ინფო რუსთავი“ წერს.
პაციენტებს შორის, რომლებმაც თითი დაკარგეს, მამა და მისი არასრულწლოვანი შვილიცაა.
როგორც სააგენტოს კლინიკა რუსთავის გადაუდებელი დახმარების განყოფილების მორიგე ექიმმა, გიორგი ხევსურიანმა განუცხადა, შეყვანილი პაციენტების უმრავლესობას აღენიშნებოდა კიდურების დაზიანება, მათ გაეწიათ შესაბამისი პირველადი დახმარება, რის შემდეგაც, საოპერაციო ბლოკებში გააგრძელეს მკურნალობა.