რუსთავში, აივნიდან 12 წლის გოგო გადავარდა - როგორია მდგომარეობა

პოლიცია ლენტა

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში ერთ-ერთი კორპუსის მე-3 სართულის აივნიდან 12 წლის გოგო გადმოვარდა.

„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, მოზარდი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. 12 წლის გოგო სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანის დროს კონტაქტური იყო.

პაციენტს შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდება.

✕