ქუთაისში მანქანა ქვეითს დაეჯახა

სასწრაფო

ქუთაისში, სულხან-საბას ქუჩაზე, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. ინფორმაციას „ინფო იმერეთი“ ავრცელებს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

დაშავებულ კაცს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია.

მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.