-17 გრადუსი ყინვა - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

ამინდი გაუარესდება

3 და 4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კოლხეთის დაბლობზე, ღამით, ტემპერატურა ზოგან შესაძლებელია -8, ხოლო შიდა ქართლში -17 გრადუსამდე დაეცეს. შესაძლოა მნიშვნელოვნად დაზიანდეს სუბტროპიკული კულტურები და ვაზის ნარგავები.

ძლიერმა ყინვებმა და ლიპყინულმა შესაძლებელია გამოიწვიოს შეზღუდვები საავტომობილო გზების და მაგისტრალების ცალკეულ მონაკვეთებზე, ასევე შემოყინულობა ელექტროგადამცემ ხაზებზე (საფრთხის დონე საშუალო).