ქართველი ემიგრანტი, რომელმაც სამსახურში გონება დაკარგა და უგონო მდგომარეობაში იყო, გარდაიცვალა

მაკა ზაქარეიშვილი

ქართველი ემიგრანტი, მაკა ზაქარეიშვილი, რომელმაც სამსახურში გონება დაკარგა და უგონო მდგომარეობაში იყო, გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია ემიგრანტების ერთ-ერთ ჯგუფში გავრცელდა.

მაკა, რომელზეც ვითხოვდით დახმარებას, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს... მაკა იყო ძალიან პოზიტიური, სიცოცხლეზე შეყვარებული ადამიანი,“ - ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.

ცნობისთვის, მაკა ზაქარეიშვილზე რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ მოულოდნელად, სამსახურში, სადაც ცხოვრობდა და მუშაობდა, გონება დაკარგა და იტალიის ერთ-ერთ საავადმყოფოში, უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ასევე ნახეთ:

"24 წლის მსხვერპლი დამწყვდეული ჰყავდა და მდუღარეს ასხამდა..." - ტეხასელი მანიაკის საქმის დეტალები, რომელსაც 75 წელი მიუსაჯეს

„ცეცხლის სწრაფ გავრცელებას ხელი შეუწყო დარბაზის დიზაინმა...“ - საბედისწერო ქორწილის ტრაგედიის პირველადი მიზეზები ცნობილია