1751744974
პოლონეთში 26 წლის ქართველი გარდაიცვალა

პოლონეთში, ქალაქ სლუპსკში 26 წლის ჯანო სიჭინავა გარდაცვლილი იპოვეს. ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონდა. პოლონეთში იგი დაახლოებით სამი წლის განმავლობაში იმყოფებოდა.
„....და ჩვენ არ გვიყვარს ეს ოქტომბერი, მან შენც მოგაშორა ამ სამყაროდან,ძალიან მძიმეა, ძალიან“, - წერს ოჯახის ახლობელი „ფეისბუქ“ გვერდზე.
მისი მშობლები ანაკლიაში ცხოვრობენ და ცხედრის სამშობლოში დროულად გადმოსვენებას ითხოვენ.