პირველი კადრები ფონიჭალიდან - მაშველებს დაშავებულები გამოჰყავს

პირველი კადრები ფონიჭალიდან

ქვემო ფონიჭალაში, გაზის აფეთქების შედეგად, კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა.

მაშველებმა სამი ადამიანი ნანგრევებიდან გამოიყვანეს. სამივე მათგანი კონტაქტურ მდგომარეობაში, საავადმყოფოშია გადაყვანილი. კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სამართალდამცველების ეკიპაჟია მობილიზებული.

ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

 

✕