ავარიის დროს გარდაცვლილი 19 წლის ბაჩო ლასარეიშვილი დღეს დაკრძალეს
1762018919
ქარიშხალი „მელისა“ მეხუთე კატეგორიამდე გაძლიერდა და რამდენიმე საათში იამაიკას „სიცოცხლისთვის საშიში შტორმი“ დაატყდება თავს. ამის შესახებ „სქაინიუსი“ ქარიშხლების ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
მედიასაშუალება წერს, რომ დამანგრეველი ქარი და ძლიერი ტალღები კუნძულოვან სახელმწიფოს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.
ქარიშხლების ეროვნული ცენტრის განახლებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ქარიშხალ „მელისიას“ სიჩქარე საათში 260 კმ-ს შეადგენს.
„„მელისა“ მე-5 კატეგორიის ქარიშხალია. დღეს მისი დამატებითი გაძლიერებაა პროგნოზირებული. სავარაუდოდ, მელისა იამაიკას ორშაბათს, ღამით ან სამშაბათს, დილით დაატყდება თავს. ზოგიერთ რაიონში სიცოცხლისთვის საშიში შტორმული ტალღებია მოსალოდნელი“, – ნათქვამია ქარიშხლების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.