ძალოსანი ლევან ოჩიგავა ევროპის ჩემპიონია

ოჩიგავა

ალბანეთში 20-წლამდელებს შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირზე ქართველმა ძალოსანმა ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში ოქროს მედლები მოიპოვა.

ლევან ოჩგავამ (88 კგ) ატაცში 154 კილოგრამი დასძლია, აკვრაში 191 კილოგრამი დააფიქსირა, ორჭიდის ჯამში კი 345 კილოგრამი დააგროვა. ლევან ოჩიგავამ ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში ევროპის რეკორდები დაამყარა.

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძალოსანმა გიგა ოდიკაძემ (60 კგ) ორჭიდის ჯამში 266 კილოგრამი დააგროვა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ატაცში სპორტსმენმა 121 კილოგრამი დაძლია, ოქროს მედალი დაისაკუთრა და ევროპის რეკორდიც დაამყარა, აკვრაში კი 145 კილოგრამი დააფიქსირა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ქართველი ძალოსნები ევროპის ჩემპიონატზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ასპარეზობენ.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.