ხილი, რომელიც კიბოს უჯრედებს კლავს - ამის შესახებ ბევრმა არ იცის
1749226022
გურჯაანში მცხოვრები 21 წლის ალექსანდრე ყალაბეგაშვილი მკურნალობას და სარეაბილიტაციო კურსს სახლში გააგრძელებს.
დაზარალებულის დეიდა, ხათუნა ჩითინაშვილი, „პრაიმტაიმთან“ საუბარში ამბობს, რომ ახალგაზრდა კაცი საავადმყოფოში სრულიად უიმედო მდგომარეობაში შეიყვანეს.
" ფაქტობრივად მკვდარი გადაიყვანეს საავადმყოფოში. გადარჩენის იმედი საერთოდ არ იყო, იმდენი ჭრილობა ჰქონდა და რაც სისხლი ედგა, თითქმის დაღვრილი ჰქონდა. სასწაული მოახდინეს გურჯაანის ჯეოჰოსპიტალის ექიმებმა და სამედიცინო პერსონალმა. ექიმებიდან დაწყებული, სათითაო თანამშრომლით დამთავრებული, მადლობის სიტყვები არ მეყოფა, სანამ ცოცხალი ვიქნები მაგათ ლოცვაში უნდა გავატარო. დედა ერთი წლის წინ დაეღუპა და მე ვპატრონობ. ჩემი ობოლი ბიჭი, ფაქტობრივად თავიდან დაიბადა, მკვდარი გამიცოცხლეს."
ხათუნა ჩითინაშვილი ფიქრობს, რომ მამაკაცი, რომელიც მის დისშვილს სასტიკად გაუსწორდა, მკაცრად უნდა დაისაჯოს.
" ბრალდებულის ოჯახმა ამ ხნის განმავლობაში, არც ერთხელ არ მოიკითხა. მარტო თავიდან გამოჩნდნენ, აინტერესებდათ, ვუჩივლებდით თუ, არა. უცხოები კი არ ვართ, რკინიგზელები ვართ,ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობდით. მე მინდა, რაც შეიძლება მკაცრად დაისაჯოს ასეთი სისასტიკისთვის, თქვენ რომ გენახათ, კუნთები როგორ ჰქონდა გადაჭრილი, პატარ- პატარა ნაჩხვლეტებზე აღარაფერს ვამბობ. ექიმები რომ არა, ეს ცოცხალი აღარ იქნებოდა"- ამბობს დაზარალებულის დეიდა.
გურჯაანის ჯეოჰოსპიტალის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი კოკაია ადასტურებს, რომ ახალგაზრდა ცივი იარაღით, განსაკუთრებული სისასტიკით იყო დაჭრილი.
" ძალიან მძიმედ იყო, სისხლი აღარ ჰქონდა ფაქტობრივად, რადგან არტერიული სისხლდენაც მიდიოდა. მრავლობითი ჭრილობებით შემოიყვანეს. ასეთ მდგომარეობაში გადავიყვანეთ საოპერაციოდ და ეს ურთულესია ყოველთვის, როცა სისხლი აღარ არის.ახლა რეაბილიტაცია დასჭირდება, მაგრამ ყველაფერი აღდგება. გადარჩა, ამდენი შემავალი ჭრილობა სხეულის სხვადასხვა არეში, იშვიათად მინახავს"- განმარტა კოკაიამ.
40 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელმაც ახალგაზრდას განსაკუთრებული სისასტიკით ჭრილობები მიაყენა, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და საქმის არსებითი განხილვის ეტაპს ელოდება.
შემთხვევა გურჯაანში 15 იანვარს მოხდა.
პრაიმტაიმის ინფორმაციით, ხელჩართული ჩხუბის შემდეგ, მან დაჭრილი ქუჩაში მიატოვა და უგონოდ მყოფი ახალგაზრდა, პოლიციამ იპოვა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.