მძიმე ავარია თბილისი-მარნეულის გზაზე - არის მსხვერპლი

ფოტო

მარნეული-თბილისის გზაზე, მარაბდის მონაკვეთზე, ავარია მსხვერპლით დასრულდა.

ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახნენ.

არსებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო. 

✕