მძიმე ავარია რუსთავი-ნორიოს გზაზე - ერთმანეთს 6 ავტომობილი შეეჯახა

სასწრაფო

რუსთავის-ნორიოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

ერთმანეთს 6 ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის დროს სამი ადამიანი დაშავდა და ისინი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.

დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია, მათ შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდებათ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.