მძიმე ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე - დაღუპულია 4 ადამიანი

პოლიციის ლენტი

ქობულეთის შემოვლით გზაზე მძიმე ავარიის შედეგად 4 პირი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.