მარკო რუბიო: აშშ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კიდევ ოთხ წარმომადგენელს სანქციებს უწესებს

მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) კიდევ ოთხ წარმომადგენელს სანქციებს უწესებს.

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო კვლავ უგულებელყოფს ეროვნულ სუვერენიტეტს და ხელს უწყობს „სამართლებრივ ომს“ ამერიკელი და ისრაელელი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოძიების, მათი დაკავების, დაპატიმრებისა და დევნის მცდელობებით. ამის საპასუხოდ, სანქციებს ვუწესებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კიდევ ოთხ წარმომადგენელს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.