1751395338
მდინარე ალაზანში ავტომანქანა გადავარდა

მდინარე ალაზანში ავტომანქანა გადავარდა. გზის მონაკვეთი მოულოდნელად ჩაინგრა და მოძრავი ავტომობილი მდინარეში ჩაიყოლა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ჩავარდნილი ავტომობილიდან მძღოლმა გადასვლა მოასწრო.შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.