1751399667
როგორ სახლში ცხოვრობს ილია თოფურია - კადრები სოცქსელს იპყრობს

ისტორიაში პირველად, UFC-ს ყველა წონის გაერთიანებულ რეიტინგს (P4P) სათავეში ქართველი მებრძოლი ჩაუდგა. ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირას დამარცხების შემდეგ მესამე ადგილიდან რეიტინგში პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა.
29 ივნისს თოფურიამ ლას ვეგასში მსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის ბრძოლაში ბრაზილიელი მებრძოლი პირველ რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და ორგანიზაციის მეორე წონის ჩემპიონიც გახდა.
გაერთიანებულ რეიტინგში მესამე ადგილზეა მერაბ დვალიშვილი, რომელიც განახლებამდე მეორე პოზიციას იკავებდა, ხოლო მეორე ადგილზე გადაინაცვლა რეიტინგის ყოფილმა ლიდერმა, მსუბუქი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა.
UFC-ს პირველ ქართველ ჩემპიონ ილია თოფურიას სახლი მადრიდში აქვს.
დაათვალიერეთ როგორ სახლში ცხოვრობს ილია თოფურია.