„5-6 თვეში, ვხედავ...“ - გოგა მანია საქართველოსა და მსოფლიოზე
1751482200
ისრაელი დათანხმდა „აუცილებელ პირობებს“ ღაზის სექტორში 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის დასასრულებლად, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ტრამპი აღნიშნავს, საბოლოო წინადადებას კატარი და ეგვიპტე წარმოადგენენ და იმედოვნებს, რომ „ჰამასი“ ამ შეთანხმებას დათანხმდება.
„ღაზის სექტორთან დაკავშირებით დღეს ჩემს წარმომადგენლებს ისრაელელებთან ხანგრძლივი და პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდათ. ისრაელი დათანხმდა 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დასასრულებლად აუცილებელ პირობებს, რაზეც ჩვენ ყველა მხარესთან ვიმუშავებთ. კატარი და ეგვიპტე, რომელთაც ძალიან ბევრი იშრომეს მშვიდობის დამყარებისთვის, წარმოადგენენ ამ საბოლოო წინადადებას. ახლო აღმოსავლეთის საკეთილდღეოდ, იმედი მაქვს, რომ „ჰამასი“ მიიღებს ამ შეთანხმებას, რადგან ის არ გაუმჯობესდება, ის მხოლოდ გაუარესდება“, – წერს დონალდ ტრამპი.