სალომე ბაკურაძის ემოციური მიმართვა საზოგადოებას
1768377942
ტაილანდის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მატარებლის სამ ვაგონს სამშენებლო ამწე დაეცა, რასაც, სულ მცირე, 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 80 კი დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ნახონ რაჩასიმას პროვინციაში იმ დროს მოხდა, როდესაც ამწე რკინიგზის პროექტზე მუშაობდა. გავრცელებული ცნობით, ინციდენტის შედეგად მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა.
ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, ინციდენტის დროს მატარებელში 195 მგზავრი იმყოფებოდა და საქმის საფუძვლიანად გამოძიება მოითხოვა.
„19 ცხედარი იპოვეს, თუმცა მატარებლის ვაგონებში ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე ადამიანი, რომელთა ამოყვანაც ჯერჯერობით ვერ შეძლეს“, – აცხადებენ ადგილობრივ პოლიციაში.